ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა არ ასვენებს.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეფმა მორიგი არგუმენტები მოიყვანა საიმისოდ, თუ რატომ უნდა გაიმართოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმი ხშირად.
„მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში კვირაში ორჯერ აქვთ, რადგან იქ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, ევროპაში დამატებითი შესაძლებლობები და აქტივობები არ არის საჭირო. თუმცა, თუ ფიქრობთ დანარჩენ მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, სადაც საუკეთესოები არ თამაშობენ? უნდა იფიქროთ იმაზეც, თუ რა შეუძლია ფეხბურთს სპორტის მიღმა. უნდა ვიპოვოთ გზა, რათა მთელი მსოფლიო დავფაროთ. ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო ვარიანტებს. შევეცადოთ მივცეთ შესაძლებლობა, იმედი და ღირსება მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ინფანტინომ.