May be an image of 2 people, people playing sport and text that says "THALES 16 club is ges"საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურში ბოსნიას 2:1 მოუგო და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – თუ ფავორიტი ესპანეთი მოგვიანებით აზერბაიჯანთან არ წააგებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს.

არადა, მატჩი საქართველომ ამჯერადაც ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი 0:1 წააგო. გოლი კავეჯიჩმა გაიტანა. ჩვენი ნაკრები მცირე უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ორივე გუნდის მეკარე შესანიშნავად ირჯებოდა.

შესვენების შემდეგ ჩვენებმა მიზანი გაისწორეს. ჯერ თალესმა დასაჯა წინ გამოსული ბოსნიელი მეკარე, ხოლო ბრუნო პეტრი შესანიშნავად გაერკვა სიტუაციაში და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ბოსნია გააქტიურდა, მაგრამ ასათიანის შეგირდები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

შეიძლება იყოს 8 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულებასხვა ჯგუფებში ასეთი ვითარებაა: A ჯგუფს 6 ქულით პორტუგალია ლიდერობს, 3-3 ქულა უკრაინასა და ნიდერლანდებს აქვს, ხოლო სერბეთი უქულოდ არის. ბოლო ტურში პორტუგალია უკრაინას ეთამაშება, ხოლო ნიდერლანდები – სერბებს.

B ჯგუფში ძალიან დაძაბული სიტუაციაა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს. ჯგუფს ყაზახეთი 4 ქულით ლიდერობს, 2-2 ქულა სლოვენიასა და იტალიას აქვს, ფინეთი 1 ქულით ბოლოა. ბოლო ტურში ყაზახეთი იტალიას ხვდება, ხოლო სლოვენია და ფინეთი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენთვის საინტერესო C ჯგუფია, რომლის მონაწილეს საქართველო ფლეი ოფში შეხვდება. ჯგუფს 6 ქულით სათავეში რუსეთი უდგას, 3 ქულით მეორე ხორვატიაა, თითო-თითო ქულა პოლონეთს და სლოვაკეთს აქვს. ბოლო ტურში რუსეთი-პოლონეთი და ხორვატია-სლოვაკეთი ითამაშებენ.