გრანიტ ჯაკამ 18 დეკემბერს, „არსენალისა“ და „ლიდსის“ შეხვედრაში ჯარიმა იმდენს ხანს არ დაარტყა, რომ მსაჯმა ანდრე მარინერმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ჯაკამ ეს განზრახ გააკეთა, რადგან მავან კლიენტს ერთ-ერთ ტოტალიზატორში 52 000 გირვანქა ჰქონდა დადებული რომ ამ შეხვედრაში ჯაკა ყვითელს მიიღებდა და 250 000 ათასი მოიგო კიდეცო. ის თამაში დამთავრდა 4:1 „არსენალის“ გამარჯვებით.
ვიდეოზე ჩანს, რომ შვეიცარიელს, რომელიც წარმოშობით კოსოვოელი ალბანელია მსაჯიც აფრთხილებს ბურთი დროულად გაათამაშეო და საკუთარი მწვრთნელი მიკელ არტეტაც ამასვე მოუწოდებს.
გრანიტ ჯაკას მონაგარი პრემიერლიგაში ასეთია: 171 შეხვედრაში 46 ყვითელი და 4 წითელი ბარათი.
მომხდარზე „არსენალი“ კომენტარს არ აკეთებს.
ტოტალიზატორებმა ინციდენტი გაასაჯაროვეს, თუმცა გამოძიებამ შეიძლება საკუთრივ საბუქმეიქერო კომპანიაში ჩაატაროს გვარიანი კვლევა, რადგან როგორც ზემოთ ვნახეთ, ჯაკას ყვითელი იშვიათობა სულაც არ არის.