განა ქვეყანა დაიქცა, თუკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის ბანერზე დაწერს TOGETHER. უარესებიც დაწერილა და კიდევ დაიწერება.
განა ქვეყანა აშენდებოდა, ამ ბანერზე ლათინურის ნაცვლად ქართული მოხაზულობით რომ დაეწერათ ერთად.
არც იმით დაიქცა და არც ამით აშენდებოდა, თუმცა, ჩვენი სათქმელი საყვარელმა პოეტმა, მურმან ლებანიძემ წლების წინ უკვე თქვა.
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად ვმღერი ქართულად მადლობა ღმერთს ნება დართულად. შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად, ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად. და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად თარგმნეთ სპარსულად მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს მე მწამს, მე ვწერ ქართულად მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.