Ajax announces David Neres' transfer to Shakhtarდრონი მეფობენო… აი, ზუსტად ესადაგება ამ ამბავს. ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის „აიაქსიდან“ დონეცკის „შახტარში“ გადავიდა.
ნერეში ორი წლის წინ დაფრინავდა, როცა ნიდერლანდური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და ფინალამდეც რამდენიმე წამი დააკლდა.
შარშან ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც კარგი ფეხბურთელია და დონეცკელებისთვის მშვენიერი შენაძენი.
ყურში უცნაურად მოსახვედრი კი ის იყო, რომ ნერეშმა „აიაქსი“ და „შახტარი“ სათამაშო სტილით შეადარა ერთმანეთს – თამაშის ფილოსოფიით, სტილით, ბურთთან მოპყრობით ძალიან ჰგვანანო…
სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის ამაში. „შახტარი“, ასე ვთქვათ, ბრაზილიური გუნდია. კლუბის მფლობელ რინატ ახმეტოვს ბრაზილიელები უყვარს, გუნდიც ასე აეწყო, იქაურ მოდელზე.
ტექნიკური მოქმედება, მოკლე და მწვავე პასები… ახლა მართლაც არის სტილში საკმაო მსგავსება. მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს რომ ვინმეს ეთქვა საბჭოთა კავშირის პერიოდში – დონეცკის „შახტიორი“ და „აიაქსი“ ერთი ფილოსოფიის არიანო, მაშინვე ჯანმრთელობის გამოსაკვლევად გააქანებდნენ.
გვახსოვს და უფროსი თაობისგანაც გაგვიგონია, „შახტიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მოუხეშავი გუნდი იყოო.