Australia Open-ის პირველივე წრეში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ენდი მარი შეხვდნენ. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ხუთ სეტში მოიგო – 6:1, 3:6, 6:4, 6:7, 6:4. ბასილაშვილმა მაგრად კი ითამაშა, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში შეცდომებს უშვებდა, რასაც მარის დონის ჩოგბურთელები არავის პატიობენ.
მარიმ პირველი სეტი მარტივად მოიგო, შემდეგ კი, ბრძოლა შედგა. ჩამორჩენილმა ბასილაშვილმა სეტებში ორჯერ გაათანაბრა – 2:2.
გადამწყვეტი მეხუთე სეტი გამოდგა, რომელიც ჩვენებურმა ცუდად დაიწყო და 1:4 ჩამორჩა. თუმცა, ერთხელაც გაიბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4.
გადამწყვეტ მომენტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო და მატჩიც დათმო…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
