საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკები არც მეორედ დაინდო და ამჯერად უფრო დიდი ანგარიშით, 10:1 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ჩვენებმა 6:2 მოიგეს.
ანგარიში ელისანდრომ გახსნა, რომელიც საუკეთესო იყო და სულ აზიელთა კარი ოთხჯერ აიღო. მალევე არჩილ სებისკვერაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მე-7 წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა – გოლი იდრის იოროვმა გაიტანა. პირველივე ტაიმში ელისანდრომ (2) და თალესმა ჩვენს ნაკრებს კომფორტული უპირატესობა მოუტანეს.
მეორე ტაიმში ელისანდრომ, ნიკოლოზ კურტანიძემ (2), ვილიან ლორენსუმ, გიორგი ღავთაძემ და ირაკლი თოდუამ შეაგდეს.
საქართველოს ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის დ ჯგუფში ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
პირველი მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდს 22 იანვარს აზერბაიჯანთან აქვს. ჯგუფის ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.