ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი - NEWSDAY GEORGIAსაქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს ამხანაგურად დაუხვდა და 6:2 დაამარცხა.

თავიდან აზიელები დაწინაურდნენ – ანგარიში უმედ კუზიევმა გახსნა. ტაიმის შუაში ელისანდრომ და თალესმა ნახევარწუთიან მონაკვეთში საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ბახტიორ სოლიევმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ტაიმში გოლები მხოლოდ ავთანდილ ასათიანის შეგირდებს გაჰქონდათ – შოთა თოფურიამ, თალესმა, ნიკოლოზ კურტანიძემ და არჩილ სებისკვერაძემ ჩვენს გუნდს დამაჯერებლი გამარჯვება მოუპოვეს და ევროპის ჩემპიონატის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნეს.

ეს გუნდები ერთმანეთს 16 იანვარს, 18:00 საათზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.