იაპონელი კაზუიუსი მიურას სახელი ბევრმა იცის. მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (პროფდონეზე). მიურა 54 წლისაა და შარშან „იოკოჰამაში“ გახლდათ. ეს გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, მიურამ კი ტრავმის გამო მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა…
ახლა ჯანმრთელადაა და კლუბიც შეიცვალა. „მეფე კაზუ“ (როგორც ეძახიან) გადავიდა იაპონიის რანგით მეოთხე ლიგის „სუძუკა პოინტ გეტერსში“. სუძუკელებს მიურას უფროსი ძმა, 56 წლის იასუტოსი მიურა წვრთნის.
კაზუიუსი მიურა იაპონიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. საინტერესოა, რომ 15 წლისა ბრაზილიაში წავიდა და იქ დაიწყო კარიერა, ჯერ „ჟუვენტუდეს“ აკადემიაში, საიდანაც ცნობილ „სანტოსში“ მოხვდა.
ეს „მეფე კაზუს“ 37-ე სეზონი იქნება. სულ კი 15 გუნდი აქვს გამოცვლილი.
მიურა პირველი იაპონელია, რომელიც აზიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.