ჟოზე მოურინიუს „რომამ“ წარმოუდგენელი თამაში წააგო. 3:1-ს უგებდა „იუვენტუსს“, მაგრამ საბოლოოდ – 3:4 დათმო. იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჟოზემ კინაღამ დაანგრია გასახდელი. კომენტარიც ისეთი გააკეთა, სიმართლე უნდა იყოს…

„როცა „იუვენტუსმა“ მეორე გოლი გაგვიტანა და ანგარიში 3:2 გახდა, ჩემი ფეხბურთელები ანერვიულდნენ. ფსიქოლოგიურად დაეცნენ. აფენა-გიანი მშვენივრად თამაშობდა, მაგრამ დაიღალა და შევცვალე, ხოლო მის ნაცვლად შესულმა ფეხბურთელმა (უზბეკი შომუროდოვი) შეცდომა დაუშვა.

…ეს იყო შიში. როცა ნეხვში ეფლობი, ფეხზე მაინც უნდა დადგე და ხასიათი აჩვენო. „რომას“ გასახდელში კი ძალიან რბილი და სუსტი ხალხია“

მოკლედ, განსაკუთრებულმა განსაკუთრებულად წააგო.

Jose Mourinho blames 'weak' Roma for 'lack of personality' after Juventus  Serie A loss