ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კორონავაქცინაციის შესახებ.
„ვაქცინაზე უარის თქმა – ეგოიზმია. თუკი პოლიციელები ვალდებულნი არიან აიცრან, ფეხბურთელები გამონაკლისები რატომ არიან?
მოთამაშეები, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე, საზოგადოებას ვნებენ და ჩემი აზრით, მათ ხელფასები უნდა შეუმცირონ,“ – ამბობს კაპელო.
ცნობისთვის, ამ მხრივ, სერია А-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპულ ლიგებს შორის. იქ მოთამაშეთა 98 პროცენტია აცრილი.