ირაკლი აზაროვი თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ „ტრაბზონსპორში“ ითამაშებს. 19 წლის მარცხენა მცველის საკითხი წესით მალე უნდა გაოფიციალურდეს… ის თურქეთშია ჩასული.

აზაროვი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, თუმცა შარშან ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. აზაროვმა ყველა ასაკობრივი ნაკრები მოიარა და ვილი სანიოლმა მთავარ ნაკრებშიც დააწინაურა. არც შემცდარა.

ბათუმელები ტრანსფერში დაახლოებით 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ.

„ტრაბზონსპორი“ 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს თურქულ სუპერლიგას. ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები: დანიელი კორნელიუსი, სლოვაკი ჰამშიკი, კოტდივუარელი ჟერვინიო…