კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „საუთჰემპტონს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ოფიციალურად თამაში 1:1 დამთავრდა. მიზეზი: მსაჯმა VAR-ის რეკომენდაციით ჰარი კეინის მეორე გოლი არ ჩათვალა. აქ, სამართლიანად ისმის კითხვა, შეიძლება კი მილიმეტრებზე გამოდევნება? ფეხბურთში რა უნდა წახალისდეს, შეტევა თუ დაცვა?
ერთი სიტყვით, ამაზე ოდნავი და უაზრო თამაშგარის წარმოდგენა ალბათ შეუძლებელია.
მეორე მხრივ, ნურც „საუთჰემპტონს“ დავუკარგავთ მონდომებას. 39-ე წუთის შემდეგ მასპინძლები უმცირესობაში იყვნენ — მეორე ყვითლის გამო მსაჯმა განელი მოჰამედ სალისუ გააძევა მოედნიდან.
საინტერესო სტატისტიკა: ჰარი კეინისთვის ანტონიო კონტე არის პირველი მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც „სფურზმა“ ზედიზედ 7 შეხვედრაში არ წააგო.
ანგარიში „საუთჰემპტონმა“ გახსნა. ჯეიმს უორდ-პროუსმა 25-ე წუთზე გაიტანა, ჰარი კეინმა 41-ე წუთზე პენალტით გაქვითა.