28 დეკემბერი „სარბიელის“ დაბადების დღეა. 31 წლის გახდა. თუმცა ალბათ სჯობს, ასე ვთქვათ: 31 წლის გავხდით.
ბევრია ეს თუ ცოტა? არ არის იოლი კითხვა, მით უფრო, ჩვენს სრულიად არასტაბილურ დროში.
დაბადების დღე საჩუქარსაც მოითხოვს. აი, ისიც:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/358165?fbclid=IwAR3FK6iMJLEZscFB1UyfM6Ftso8oSQcvZA_J6XScxUyi4gLJov39Tz9-pRc
XXI საუკუნის 20-იან წლებში, როცა გაზეთი კი არა, ცხოვრებაც ციფრულ სამყაროში გვაქვს გადატანილი, გვსურს გაგაცნოთ და შემოგთავაზოთ, „სარბიელის“ სრულად გაციფრულებული არქივი. ამ პროექტის თაობაზე, რომელიც „სარბიელის“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, უკვე გამცნეთ.
დღეს კი, პირველი შედეგი შეგიძლიათ ნახოთ – 31 წლის წინანდელი გაციფრულებული ნომრები. პროექტი გრძელდება და ყოველდღიურად ბმულს ახალ-ახალი ნომრები დაემატება.
ცხადია, მკითხველისთვის ეს სრულიად უსასყიდლო და თავისუფალ წვდომაში იქნება.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „სარბიელის“ ფოტოარქივის გაციფრულებაც ითავა, მივაბარეთ კიდეც ბიბლიოთეკას რამდენიმე ათასი ფოტო, რომლებსაც ასევე, მალე იხილავთ.