ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში სამეულშიც კი არასოდეს ყოფილა. 40 წლის იბრამ თქვა, რომ ეს სულაც არ უშლის ხელს, რათა საუკეთესო ფეხბურთელად იგრძნოს თავი…
„პრიზი კარგი რამ არის, მაგრამ არ მჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ საუკეთესო ვარ. საჭიროა მენტალობა. იცით, ყოველდღიურად ისე ვვარჯიშობ, როგორც ვთამაშობ. ჩემთვის ყოველი დღე ფინალია.
… „მილანში“ დაბრუნებისას გამიჭირდა, მაგრამ ფეთქებადი გუნდი დადგა. ბრწყინვალე ატმოსფერო შეიქმნა და ახლა ერთი მიზანი გვამოძრავებს – სკუდეტო.
… ყოველ დილას ტკივილით ვდგები, მაგრამ ეს ფიზიკური ტკივილია და მეტი არაფერი. სამაგიეროდ, მაქვს ადრენალინი, რათა გავაგრძელო ჩემი გზა. ეს გზა კი ჩემპიონობისკენაა“.
ზლატანმა ეს სიტყვები თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციისას თქვა.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
