„ლივერპულის“ ნახევარმცველი ტაკუმი მინამინო გინესის რეკორდების წიგნში იყო. შვიდი წლის წინ მან წუთში ყველაზე მეტ ადამიანს დაჰკრა ხელი ხელს (high-fives).
მინამინომ რეკორდი 2014 წელს დაამყარა, როდესაც სამშობლოში, იაპონიაში, „სერესო ოსაკაში“ თამაშობდა. რეკორდი ასეთი იყო: 187 ხელდაკვრა 60 წამში.
მაგრამ, მინამინოს შედეგმა ორ წელიწადს გაძლო. 2016-ში, მავანმა კაისერ პერმანენტე სან დიეგომ 290-ჯერ დაჰკრა ხელი ხელს.
„დიახ, წუთში ხელდაკვრების რეკორდი მე მეკუთვნოდა, მაგრამ ის ვიღაცას მოუხსნია. მაშინ „სერესო ოსაკაში“ ვთამაშობდი და სანახაობა ჩვენმა კლუბმა მოაწყო. სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 200 კაცი ჩადგა რიგში და ვინაიდან კლუბში ყველაზე უმცროსი ფეხბურთელი მე ვიყავი, არჩევანიც ჩემზე შეაჩერეს.
ის დღე კარგად მახსოვს. რეკორდი დავამყარე და გინესის წიგნში შევედი. დღემდე ხალისით ვიხსენებ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. კარგი იქნება, ერთხელ „ლივერპულის“ გოლიც ხელდაკვრებით რომ ავღნიშნო“.
26 წლის შემტევი ინგლისურ ჰედლაინებში გასულ ოთხშაბათს მოხვდა, როდესაც კარაბაოს თასზე „ლესტერს“ მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანა, რის წყალობითაც დამატებითი დრო დაინიშნა. შემდეგ, პენალტებით იურგენ კლოპის ბიჭებმა იმარჯვეს. ახლა, ნახევარფინალში „ლივერპული“ „არსენალს“ შეხვდება.
ტაკუმი მინამინო ამბობს, რომ „ლივერპულში“ თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო.