boxing day-ს რეკორდი, რომელიც კობი ბრაინატს ეკუთვნოდა, ახლა ლებრონ ჯეიმსის საკუთრებიაა. საშობაო მატჩებზე აქამდე ყველაზე მეტი ქულა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გარდაცვლილ ლეგენდას ჩაეგდო – 395 ქულა. ჯეიმსის ახალი ნიშნული კი 422 ქულაა.

ლებრონმა „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრაში 39 ქულა (9 მოხსნა და 7 პასი) მოინაგრა, მაგრამ საკუთარი გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაარჩინა – 115:122.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრონს ამ შეხვედრაში ანტირეკორდიც გამოუვიდა – მისმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, რაც აქამდე ჯეიმსის კარიერაში არ მომხდარა.

Damian Lillard includes LeBron James and Kobe Bryant on his all-time NBA 2K  starting 5 - Lakers Daily