ლეონარდო ბონუჩი და კრიშტიანუ რონალდუ – ისინი ერთად თამაშობდნენ „იუვენტუსში“, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოუწევთ. თუმც იქამდე, როგორც იცით, ნახევარფინალებია: იტალია – ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია – თურქეთი…
დიდია ალბათობა, რომ ყატარის ერთ-ერთი საგზური სწორედ პორტუგალია-იტალიის თამაშმა გაარკვიოს. საწყენი კი არის, მაგრამ წილისყრამ ასე მოიტანა. იტალიამ, შესაძლოა, ზედიზედ მეორე მონდიალი გამოტოვოს და ბონუჩიც სწორედ ამ ამბავზე ჰყვება…
„ჩემს შვილებს მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების თამაში ჯერ არ უნახავთ. და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. სწორედ ეს სურვილი მაქვს საახალწლოდ.
…მე და კრიშტიანუ რონალდუმ ტელეფონით ვისაუბრეთ, ბევრი ვიხუმრეთ და ვნახოთ, დანარჩენი გამოჩნდება. თუმცა რონალდუმ იცის, რომ ფეხებში რამდენიმე დარტყმას მიიღებს“.
ესეც ბონუჩის გაფრთხილება.