See the source imageThe Guardian-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. ეს გამოკითხვის შედეგადაა. 219 ექსპერტი გამოჰკითხეს, მათ შორის 24 ყოფილი ფეხბურთელი: ხავიერ ძანეტი, ემრე ბელოზოღლუ და ასე შემდეგ.

საინტერესოა, რომ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ შარშანაც ლევანდოვსკი აღიარა საუკეთესოდ. სულ ვწერთ, რომ პოლონელი დაიჩაგრა და ამაში დიდია სიმართლის მარცვალი… იქნება The Guardian-ისგან აღიარება მისთვის რაიმე შვება? ალბათ, ნაკლებად. „ოქროს ბურთი“ ხომ ლეო მესიმ მოიგო.

ისე, მაინც საინტერესოა გამოკითხვის შედეგები და პირველი ათეული:

See the source image

 

რობერტ ლევანდოვსკი – 8481 ქულა

ლეო მესი – 7830

მოჰამედ სალაჰი – 7589

ქარიმ ბენზემა – 7214

ჟორჟინიო – 6859

კილიან მბაპე – 6705

ერლინგ ჰოლანდი – 6696

კრიშტიანუ რონალდუ – 6277

ნგლოკო კანტე – 6181

კევინ დე ბრუინი – 5965

 

წილი
წინა სტატიაგახსოვთ ეს კაცი?
შემდეგი სტატიაიცანით?
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ