„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ფერან ტორესს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის ენრიკეს (მისი გვარია მარტინეს გარსია) ქალიშვილი სირა მარტინესი ჰყვარებია. „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდები ტოლები არიან — 21 წლისანი.
მოგეხსენებათ, ფერან ტორესის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს და ტრანსფერის გაჩარხვასაც არაფერი აკლია. სირა მარტინესი კი სწორედ ბარსელონაში ცხოვრობს, რაც ფორვარდისთვის დამატებითი სტიმულია.
ფერან ტორესი „ბარსას“ ახალი მწვრთნელისთვის, ჩავისთვის მეორე შენაძენი იქნება. პირველი ვეტერანი დანი ალვეში გახლდათ, რომელიც ძველ კლუბს ბრაზილიური „სან პაულუდან“ დაუბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტის“ ფიქსირებული 55 მილიონი და ზედაც, შედეგებზე დამოკიდებული 10 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს ახლოს არის 70 მილიონ ევროსთან, რასაც ტორესში „ქალაქელები“ ითხოვდნენ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
