ტაშკენტში, ამას წინათ დამყარებული ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი, შესაძლოა, გაუქმდეს. ასე თუ მოხდა, ეს ჩვენიანისთვის მიღწევის გაუქმების მეორე შემთხვევა იქნება. პირველად ტალახაძის რეკორდი 2016 წლის ოლიმპიადის მოგების შემდეგ გაანულეს. ლაშამ მაშინ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყოჩაღა. ახლა კი მსოფლიო ძალოსნობის მამები +109 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის გაუქმებას აპირებენ და ტალახაძესაც, შესამაბისად, +102 კილოგრამში მოუწევს გადასვლა და ახალი რეკორდის დამყარება.

Talakhadze is strongest man in the world | The Northern Daily Leader | Tamworth, NSWწონების შეცვლასთან დაკავშირებით ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ტაშკენტში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნები 14 (7 ქალებში, 7 კაცებში) წონითი კატეგორიის ნაცვლაც 10-ში ( 5-5 ქალი და კაცი) გამოვლენ. შედეგად, წონები ხელახლა შეირჩევა და მისი შეცვლა ტალახაძესაც მოუწევს. შესაბამისად, განულდება აქამდე არსებული მსოფლიო თუ ოლიმპიური რეკორდებიც.

ძალოსნობის მმართველების გადაწყვეტილებით საფრანგეთის დედაქალაქში კაცები ერთმანეთს 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეეჯიბრებიან, ხოლო ქალები – 49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამებში.

საბოლოო სიტყვა კი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზეა, რომლის პასუხს მომავალი წლის დასაწყისში ელიან. თუმცა, ვარაუდობენ, რომ პასუხი დადებითი იქნება…

წილი
წინა სტატიასანე ზედიზედ მესამედ
შემდეგი სტატიარა ელის ლივერპულს?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...