Sergio Aguero: Great Goals Retold | FourFourTwoროცა სერხიო აგუერო 17 წლის იყო, მოსკოვის „დინამოსგან“ მიმზიდველი წინადადება ჰქონდა და ტრანსფერიც, თურმე, რეალური ყოფილა. იმ დროისთვის დიეგო მარადონას მომავალი სიძე „ინდეპენდიენტეში“ თამაშობდა და გოლები გოლებზე გაჰქონდა.

ეს ამბავი მოსკოვის „დინამოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ბორის იგნატიევმა მოჰყვა…

„აგუერო სხვა კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით. ჩავედით არგენტინაში თარჯიმანთან ერთად. „ინდენპენდიენტეს“ წარმომადგენლებს დიდხანს ვესაუბრეთ და ისინი დავითანხმეთ. დადებითი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს წინადადებაზე.

…შემდეგ გავიგეთ, რომ აგუერის მშობლები იყვნენ შვილის რუსეთში გაშვების წინააღმდეგნი. ამბობდნენ, უფრო სერიოზულ კლუბებს ვუმიზნებთო. არ ვიცით, როგორ გაივლიდა ადაპტაციას აგუერო რუსულ ამინდთან, მაგრამ ვხედავდით, რომ ხელიდან ვუშვებდით ფეხბურთელს, რომელიც უკვე ძლიერი გახლდათ ტაქტიკურად, ტექნიკური თვალსაზრისით კი საუბარიც არ იყო“…

ეს 2005 წელს, ერთი წლის შემდეგ კი აგუერო მადრიდის „ატლეტიკომ“ იყიდა.

Barcelona forced to DENY Sergio Aguero will retire from football over heart  issue after shock rumours in Spain