„ნიუ იორკ ნიქსისა“ და „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ მატჩის დაწყებიდან 4:25 წუთი იყო გასული, როდესაც სტეფ კარიმ სამქულიანი გაუშვა და… თამაში გარკვეული დროით შეწყდა. Madison Square Garden ფეხზე წამოუდგა ახალ რეკორდსმენს. ამიერიდან NBA-ში ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები „ოქროს შტატელთა“ „ოქროს ბიჭუნაა“.
კარიმ მოხსნა ის რეკორდი, რომელიც აქამდე რეი ალენს ეკუთვნოდა – 2973. ახლა უმაღლესი ნიშნული 2977-ია. ცხადია, ეს რაოდენობა იქამდე გაიზრდება, ვიდრე კარი მოედანზე იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალენს ამის გასაკეთებელად 1300 მატჩი დასჭირდა, ხოლო კარიმ მიღწევისთვის 789 თამაში იკმარა. მოკლედ, მას ყველაზე მეტი, 2977 სამქულიანი აქვს ჩაგდებული! რეკორდის მომტანი მისთვის 2974-ე სამიანი აღმოჩნდა, რომელიც ამ შეხვედრაში სტეფის მეორე სამქულიანი გახლდათ.