11 დეკემბერს „ქორთიად მეტიოტში“ გამართულ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ცხადია, სამთავრობო გუნდის ფავორიტი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს.

თავდაპირველად კანდიდატი ორი იყო – სანიკიძე და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს, მეორე დღეს კი გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა.

კრებას 39 დელეგატი ესწრებოდა და რა თქმა უნდა, მათ სანიკიძე ერთხმად არჩიეს.

„ჩვენი ამოცანაა ერთობლივი მუშაობით მაღალ დონეზე ავიყვანოთ ქართული კალათბურთი. იმ დონეზე, რასაც ვიმსახურებთ. საამისოდ ბევრი შრომა იქნება საჭირო, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებით შევძლებთ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ.

ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების პარტიულ სიაშიაგანსაკუთრებით ბევრი სამუშაო „ევრობასკეტ 2022“-ის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად გვექნება. თუმცა, არ ვუშინდებით ამ დიდ გამოწვევას. სამუშაო ბევრია, მაგრამ ერთიანი გუნდით შევძლებთ იმ ყველაფრის გაკეთებას, რომ ევროპირველობას მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ.

ის 100 მილიონი ლარი, რომელიც მთავრობის მიერ იქნება გამოყოფილი, გადანაწილდება იმ პრიორიტეტებს შორის, რომელიც ჩვენი გეგმის ნაწილია. მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა, რაც ბავშვთა კალათბურთით უნდა დაიწყოს. ამ ყველაფერს კი სჭირდება საჭირო ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით რეგიონებში. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ეროვნული ჩემპიონატის დონე, რათა უფრო მეტი საჭირო კალათბურთელი გამოიძებნოს ნაკრებისთვის. როგორც იცით, FIBA-ს სანაკრებო მატჩების დროს ლეგიონერთა დიდ ნაწილს არ უხერხდება საქართველოს ნაკრებში თამაში. აქედან გამომდინარე, მიწოდება ეროვნული ჩემპიონატიდან უნდა გვქონდეს. გარდა ამისა, როდესაც ვამბობთ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე გაზრდაზე, ვგულისხმობთ იმასაც, რომ მინიმუმ ორი გუნდი ევროტურნირებზე უნდა გამოვიდეს“, – განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძემ გამგეობის წევრები დაასახელა, რომებიც ასევე ერთხმად აირჩიეს:

ლაშა გამყრელიძე, პაატა ლობჟანიძე, მიხეილ გაბრიჩიძე, ზურა კოტრიკაძე, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი ამილახვარი, დავით თორთლაძე, პაატა გურასპაული, ვატო ნაცვლიშვილი, ზურაბ გრძელიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ოთარ ფაიქრიძე, დავით საყვარელიძე, ვიქტორ სანიკიძე.