სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ ცოტა დარჩა. შესაბამისად ევროპული მიდი-მოდიც უფრო აქტუალური ხდება.

ამბობენ, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი, პსჟ-ის ნახევარმცველი, დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგაში იჯარის სახით დაბრუნდება, კერძოდ „არსენალში“ გადაბარგდება. ვეინალდუმზე დაფიქრება „არსენალს“ „ნიუკასლმა“ უკარნახა, რადგანაც „ჯორდებს“ „მეთოფეების“ ჩამშლელის მუჰამედ ელნენის წაყვანა გადაუწყვეტიათ.

PSG snatches deal from Barcelona for Bayern Munich target Georginio  Wijnaldum - Bavarian Football Worksელნენი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელის დამატებასაც „ნიუკასლი“ ფიქრობს. მათი სამიზნე არიან ასევე ბორმუთელი ფეხბურთელი კელი ლოიდი და „ტოტენჰემის“ რონდონი.

„არსენალი“, თავის მხრივ, არა მხოლოდ ვეინალდუმზე „იუვედან“ შვედი ტალანტის დეიან კულუშევსკის გადაბირებაზე ფიქრობს. შვედი ფეხბურთელი მხოლოდ 21 წლისაა და მას სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, რასაც „იუვენტუსი“ ვერ აძლევს, „არსენალი“ კი დიდად დაინტერესებულია.

„ვესტ ჰემი“ ტრამვირებული კურტ ზუმას შემცვლელს ეძებს და ნომერ პირველ კანდიდატად „ლივერპულის“ 24 წლის მცველი ნეთან ფილიპს განიხილავს.

„ჩელსის“ კაპიტანი სეზარ ასპილიკუეტა ლა ლიგაში შეიძლება ვიხილოთ, მის ტრანსფერისთვის „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ იბრძოლებენ. თავად ესპანელ მცველს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი კარიერა სად გააგრძელოს. არც ისაა გამორიცხული, ლონდონშივე დარჩეს.

„ლილის“  ფრიად პერსპექტიულ სვენ ბოტმანზე კი მოთხოვნა ამ სემოდგომაზე გაიზარდა და ახლა მისი გადაბირების მსურველთა რიგში, „მილანი“, „ლივერპულ“ და „ნიუკასლი“ ჩადგნენ.