ტოკიო 2020: შოთა მიშველიძე მედლის გარეშე დარჩატაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში.

ატაცში მიშველიძემ მხოლოდ კილოგრამი წააგო კორეელ შინ როკთან. არადა, პირველი მისვლა 126 კილოგრამზე რომ დაეფიქსირებინა, შესაძლოა, ოქროზეც ეფიქრა. ჩვენებურმა იგივე წონა მეორე მისვლაზე დასძლია, ხოლო მესამე მისვლით 131 კილოგრამი დააფიქსირა.

მიშველიძემ აკვრა 150 კილოგრამით დაიწყო, შემდეგ 155 კილოგრამი დასძლია, ხოლო მესამე ცდა (160კგ) გააცუდა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლისთვის. ქართველ ძალოსანს მხოლოდ სამხრეთ კორეელმა შინ როკმა გაასწრო, რომელმაც ამ მოძრაობაში 156 კგ დააფიქსირა.

ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა ატაცში მეშვიდე შედეგი აჩვენა (122კგ), ხოლო აკვრაში მეცხრე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი, მეშვიდე ადგილზე დარჩა.

წილი
წინა სტატიაკიმიხი ნაკორონევს
შემდეგი სტატიასრული საგიჟეთი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...