ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში.
ატაცში მიშველიძემ მხოლოდ კილოგრამი წააგო კორეელ შინ როკთან. არადა, პირველი მისვლა 126 კილოგრამზე რომ დაეფიქსირებინა, შესაძლოა, ოქროზეც ეფიქრა. ჩვენებურმა იგივე წონა მეორე მისვლაზე დასძლია, ხოლო მესამე მისვლით 131 კილოგრამი დააფიქსირა.
მიშველიძემ აკვრა 150 კილოგრამით დაიწყო, შემდეგ 155 კილოგრამი დასძლია, ხოლო მესამე ცდა (160კგ) გააცუდა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ვერცხლის მედლისთვის. ქართველ ძალოსანს მხოლოდ სამხრეთ კორეელმა შინ როკმა გაასწრო, რომელმაც ამ მოძრაობაში 156 კგ დააფიქსირა.
ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა ატაცში მეშვიდე შედეგი აჩვენა (122კგ), ხოლო აკვრაში მეცხრე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი, მეშვიდე ადგილზე დარჩა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
სიახლეები11/07/2026 | 22:04ლინდას ამბავი
სიახლეები08/07/2026 | 23:29მშრალი დღე უიმბლდონზე
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 22:35მინიმალური მარცხი ნიდერლანდებთან
