გამბიტი, მოგეხსენებათ, იტალიური სიტყვაა და სარმას ნიშნავს. ჭადრაკის ისტორიისთვის სარმის დადება გამოუვიდათ სტრიმინგ-გიგანტ Netflix-ის სცენარისტებს და კონსულტანტებს, როცა კოხტაგოგო ანია ტეილორ ჯოის ნათამაშევი ბეტ ჰარმონის სახით მაყურებელს მოჭადრაკე ვაჟებთან მართლა წარმატებით მეომარი პირველი ქალი წარუდგინეს.
არადა ხომ ვიცით…
სამართლიანობის აღსადგენად უამრავი ვაჟ-დიდოსტატის დამმარცხებელმა მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა კომპანია Netflix-ს სასამართლოში უჩივლა და პირველ წარმატებასაც მიაღწია: ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა ფრენკ სკოტმა აღიარა, რომ მან “ჭადრაკის დედოფალის” კარიერული მიღწევების შესახებ სიმართლე იცოდა, რაც Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას ადასტურებს. გამოდის, რომ სერიალის სცენარისტებმა ფაქტები ფილმის დრამატიზების მიზნით შეგნებულად დაამახინჯეს.
კალიფორნიის სასამართლო სარჩელს “ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ” 24 იანვარს განიხილავს.