ზედიზედ რვა მოუგებელი შეხვედრის შემდეგ „ევეროტონმა“, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და წუხელ „არსენალი“ 2:1 დაამარცხა. ლივერპულელები ამ შეხვედრასაც აგებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ იყოჩაღეს.
ამ წარმატების მიუხედავად დაირხა ხმები რომ „ევერტონი“ ესპანელ მწვრთნელ რაფა ბენიტესს მალე დაემშვიდობება და მის ნაცვლად უეინ რუნის უხმობს, ვინც საფეხბურთო კარიერა სწორედ ლივერპულის ამ კლუბში დაიწყო.
ის ახლა „დერბის“ თავკაცობს. სამწვრთნელო საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ გამოსდის და მის საფეხბურთო კარიერას როგორ შეედრება, თუმც „მანჩესტერში“ მის ყოფილ თანაგუნდელსა და ახლო მეგობარს, ბულგარელ დიმიტარ ბერბატოვს სჯერა, რომ ის პრემიერლიგას მოუხდება და მშობლიურ გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს.
რუნიმ და დიმიტრ ბერბატოვმა ერთად 4 სეზონი ითამაშეს.
„მხოლოდ რუნის არა, ბევრ სხვა ყოფილ ფეხბურთელს სურს ყოფილი გუნდის ჩაბარება და კარგი შედეგის დადება, მაგრამ „ევერტონისთვის“ რუნის სხვა ფასი აქვს. ამიტომაც გუნდში და პრემიერლიგაში მისი დაბრუნება სწორედაც რომ მალე მოსალოდნელი ამბავია. „ევერტონის“ გაწვრთნა თავად უენისთვისაც კარიერაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – თქვა ბულგარელმა.