„ბარსელონას“ მესის წასვლა რომ დაეტყობოდა, რა ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ის, რაც ახლა კატალონიურ გუნდში ხდება, მათთვის კარგს არაფერს მოასწავებს.
წლეულს „ბარსას“ უმთავრესი პრობლემა შეტევაა და ეს სტატისტიკითაც მარტივად ჩანს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში „ბარსელონამ“ 25 გოლი გაიტანა. ეს კი ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებლის განახევარებული შედეგია. ანუ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ბლაუგრანას“ საწყის 20 ტურში დაახლოებით 50 გოლი გაჰქონდა, წელს კი, მხოლოდ 25 ბურთი შეაგდო.
წინა სეზონში ჩავის გუნდმა წლევანდელზე 19 გოლით მეტი გაიტანა, იმის წინ 23-ით მეტი. აი, 2011-12 წლების სეზონში კი, მეტოქეთა კარი 20 მატჩში 58-ჯერ აიღო, რაც წლევანდელზე 33-ით მეტია.
ვნახოთ სადამდე გაგრძელდება „ბარსასელონას“ კრიზისი…