უმნიშვნელოვანესი ამბავი „სარბიელისთვის“ და ვფიქრობთ, შესანიშნავი საჩუქარი ჩვენი მკითხველისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკა „სარბიელის“ გაციფრულებას იწყებს! ეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაოა – ჩვენი გაზეთის პირველი ნომერი ხომ 1990 წლის 28 დეკემბერს გამოვიდა.

გაციფრულდება თითოეული ნომერი, თითოეული გვერდი.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „სარბიელის“ უმდიდრესი ფოტოარქივის გაციფრულების ვალდებულებაც აიღო.

ამ ყველაფერზე კი ნებისმიერ ადამიანს სრულიად თავისუფალი წვდომა ექნება!

სარბიელელებს გვსურს მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ უაღრესად შრომატევად საქმეში ჩაერთვება. განსაკუთრებული მადლობა კი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ გიორგი კეკელიძეს და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორ ლევან თაქთაქიშვილს.

ლევან თაქთაქიშვილი, კობა ინასარიძე, გიორგი კეკელიძე, გიორგი დარჯანია