„მემფის გრიზლი“ NBA-ს რეკორდსმენია. მემფისელებმა საკუთარ კედლებში „ოკლაჰომა“  ანგარიშით 152:79 დაამარცხეს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს.

აქამდე რეკორდი „კლივლენდ კავალიერსს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 1991 წლის 17 დეკემბერს, „მაიამი ჰიტი“ 68 ქულის სხვაობით, 148:80 დაამარცხა.

„მემფისმა“ რამდენიმე საკლუბო რეკორდიც დაამყარა: ცხადია, ყველაზე დიდი სხვაობით მოგება ისტორიაში; ერთ მატჩი ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა; სათადარიგო კალათბურთელებისგან აღებული ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში.

NBA news scores Oklahoma City Thunder record loss to Memphis Grizzlies -  REDACAOEMCAMPO