თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. ჩვენი გუნდი ამჯერად შინ, ჯგუფის ლიდერ იტალიურ „ბრეშას“ დაუხვდა და 11:19 წააგო.
იტალიური გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ იოლად მოიგო. თუმცა, რიგ მომენტებში „დინამომ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
მართალია, ოთხივე მეოთხედი „ბრეშამ“ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა არცერთში არ ჰქონია. მარტივად, წყნარად, კლასის ხარჯზე მოიგო.