Joshua Kimmich has now missed games as a result of being forced to self-isolate, yet still has not had the vaccineმიუნხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასი შეუჩერა. „შავ სიაში“ არიან: სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მაიკლ კუიზენსი. ესენი ხელფასს ვერ მიიღებენ იქამდე, ვიდრე არ აიცრებიან.
მათ „ბაიერნმა“ ხელფასები იზოლაციის დროსაც შეუჩერა, რადგან კორონავირუსის დასაცავად აცრა არ გაიკეთეს.
„ბაიერნს“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგმა“ 2:1 სძლია. იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კიმიხს, რომელიც დაიფიცირებულია და დღემდე იზოლაციაში იმყოფება. ის ყოველ 2-3 დღეში იტესტებოდა, მაგრამ არ აცრილა. მან ასევე გამოტოვა კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი.
„ბაიერნს“ აქამდეც აკლდათ ფეხბურთელები კოვიდის გამო: ნიკოლას სულე და იოსიო სტანიშიჩი. ახლა ვირუსი კიმიხსაც დაუდასტურდა.
ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა კომენტარი. ნაგელსმანის თქმით, „ბაიერნის“ ბოლო წარუმატებლობა სწორედ იმის ბრალია, რომ გუნდს ავადმყოფობის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლია. სასჯელი კი მისთვის მისაღებია. სხვათა შორის, თავად იულიან ნაგელსმანმა კოვიდი ორი კვირის წინ გადაიტანა…