ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული ანალიზები საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ მოულოდნელად განმეორებით გადაამოწმა და 13 ძალოსანს დოპინგის კვალი აღმოუჩინა, მათ შორის იმ ჩემპიონატის ქართველ მედალოსნებს – რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს.
თავის დროზე სინჯები „უარყოფითად“ შეფასდა, თუმც ახლა, კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი გამოვლინა. 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ITA იუწყება, რომ ორგანიზმში ერთი ან უფრო მეტი აკრძალული ანაბოლიური სტეროიდი ჩვენებთან ერთად ამათ აღმოაჩნდათ:
ჰისენ პულაკუ (ალბანეთი)
ანა ბატსიუშკა (ბელარუსი)
დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი)
კრისტინა იოვუ (მოლდოვა)
ფლორინ იონუთ კროიტორუ (რუმინეთი)
რაზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი)
ოქსანა სლივენკო (რუსეთი)
გოქხან კილიჩი (თურქეთი)
ბუნიამი სეზერი (თურქეთი)
ჰათიჩე ილმაზი (თურქეთი)
ფათიჰ ბაიდარი (თურქეთი)
ევროპის იმ ჩემპიონატს, თუ გახსოვთ, ანტალიამ უმასპინძლა. რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ +105 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი.