IFFHS-მა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა. ის, შარშან, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატიც გახლდათ, თუმც, გეხსომებათ, კორონაპანდემიის გამო გამოკითხვა საერთოდ არ ჩატარებულა. ლევანდოვსკი წლეულსაც ფავორიტია. მისი კონკურენტი ლეო მესი გახლავთ და ბევრის აზრით ამ საპატიო ტიტულს, მეშვიდედ, სწორედ არგენტინელი მოიპოვებს. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს ამ თვის ბოლოს გამოაცხადებს, იქამდე კი…
„ბაიერნის“ ფორვარდმა IFFHS მდევრებს – მესის და იტალიელ ჟორჟინიოს – დიდი სხვაობით მოუგო.
ტოპ 10 ასეთია:
1) ლევანდოვსკი – 150 ქულა
2) მესი – 105 ქულა
3) ჟორჟინიო – 40 ქულა
4) დე ბრუინი – 35 ქულა
5) სალაჰი – 20 ქულა
6) მბაპე – 20 ქულა
7) რონალდუ – 15 ქულა
8) კანტე – 10 ქულა
9) დონარუმა – 10 ქულა
10) ჰოლანდი – 5 ქულა
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
