წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში გრანდებთან ჭიდილი აშკარად უჭირს თბილისის „დინამოს“, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, შინ, „ბარსელონეტასთან“ – 7:20.
მანამდე თბილისის „დინამომ“ ასევე დიდი ანგარიშით (9:20) ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ წააგო, რომელიც ესპანურ გუნდთან ერთად ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. ასევე დათმო შეხვედრა უშუალო კონკურენტს მონტენეგროს „იადრანთან“ (13:15). თუმცა, ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თანატოლ გუნდებთან „დინამოს“ ბრძოლა შეუძლია და ყველაფერი იქ, უშუალო დაპირისპირებებში უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ბარსელონეტასთან“ და მსგავს გრანდებთან არ იბრძოლოს.
ესპანელებთან კი ბრძოლა არ შედგა – მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ბარსელონელებმა 7:2 მოიგო. დარჩენილ დროში „ბარსელონეტამ“ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.