კოსოვოსთან და შვედეთთან შესარჩევი მატჩების მოგებამ, ამხანაგურში კი უზბეკეთის დამარცხებამ საქართველოს ნაკრები ფიფა – კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში დააწინაურა. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამი მოგებით 25.36 ქულა შეიმატა, ერთბაშად 7 საფეხურით აინაცვლა და სირიასა და ჰაიტის შორის 86-ე ადგილზე დადგა.

Screenshot-9

რეიტინგის სათავეში ძველებურად, ბელგია გახლავთ, რომელსაც ბრაზილია და მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი მოჰყვებიან. საინტერესოა, რომ ათეულში არ არის გერმანიის ნაკრები, სამაგიეროდ არიან… დანარჩენს ამ ფოტოზე იხილავთ

Screenshot-8