მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა (წინ ფლეი-ოფის მატჩებია) და სიმბოლური ნაკრებიც შედგა. ასევე დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი.
ნუ გაიკვირვებთ, სიმბოლური გუნდის მეკარედ ლიხტენშეინის „ვადუცის“ ბენიამინ ბიუხელი დაასახელეს. მისმა გუნდმა 10 შეხვედრაში 34 გოლი მიიღო, თუმც სწორედ ბიუხელის დამსახურებაა, რომ ლიხტენშტეინმა სამჯერ მეტი არ გაუშვა. სიმბოლურ გუნდში სამი ნიდერლანდელია, შეტევის ხაზი კი ერთობ შთამბეჭდავად გამოიყურება… საინტერესოა, რომ 11 ფეხბურთელს შორის არ მოიძებნა კრიშტიანუ რონალდუს ადგილი.
მეკარე: ბენიამინ ბიუხელი (ლიხტენშტაინი. 7.3)
მცველები: ჟოაო კანსელო (პორტუგალია. 7.6), ჰარი მაგუაირი (ინგლისი. 7.7), ვირჯილ ვან დაიკი (ნიდერლანდები. 7.4), იოაკიმ მეილე (დანია. 7.3)
ნახევარმცველები: სტივენ ბერგვეინი (ნიდერლანდები. 7.9), დუშან ტადიჩი (სერბეთი. 7.9), ენეს ბარდი (ჩრდ. მაკედონია. 7.8), მემფის დეპაი (ნიდერლანდები. 8.7)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ინგლისი. 8.2), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი. 8.1).
საუკეთესო მოთამაშედ ნიდერლანდელი მემფის დეპაი დაასახელეს. მას შესარჩევ მატჩებში ასეთი შედეგი ჰქონდა: 12 გოლი, 6 საგოლე პასი, 58 დარტყმა, 45 მწვავე პასი. მისი საშუალო შეფასება 8.60 გახლავთ.
დეპაის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ ინგლისელ ჰარი კეინის და პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის. შემდეგ მოდიან: თომას მიულერი (გერმანია), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ჩენგიზ უნდერი (თურქეთი) და რომელუ ლუკაკუ (ბელგია).
შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ქართველი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესოთა შორის 39-ე ადგილზეა.