„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სულშერის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო.
მანკუნიელთა ხელმძღვანელობისთვის, „ლივერპულთან“ და „სიტისთან“ მარცხი უპატიებელია, რის გამოც ნორვეგიელს სიტუაციის გამოსწორების შანსი აღარ ექნება.
ამ მომენტისთვის, უცნობია სულშერს როდის გაათავისუფლებენ, ეს შესაძლოა სეზონის ბოლოსკენაც კი მოხდეს. მწვრთნელი და მისი გუნდი კი 10-დღიანი შვებულებიდან საწვრთნელ ბაზას დღეს დაუბრუნდნენ.
„მანჩესტერის“ ბოსები „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგის და ესპანეთის ნაკრების თავკაცით, ლუის ენრიკეს სამსახურით არიან დაინტერესებულნი, თუმცა ამბობენ, რომ ნომერ პირველი სამიზნე „ლესტერის“ ამჟამინდელი თავკაცი ბრენდან როჯერსი არისო.
ჩრდილოეთ ირლანდიელ სპეციალისტს „მელიებთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, მანჩესტერში კი კომპენსაციაზე ფიქრი მოუწევთ…