Frank Lampard Refuses to 'Copy' Other Clubs at Chelsea - Last Word on  Footballბრიტანული მედია წერს, რომ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ფრენკ ლემპარდი კარიერის ინგლისურ პრემიერლიგაშივე გაგრძელებას იმედოვნებს.
საუკეთესო ვარიანტში, მას ამის შანსი სეზონის დასრულებამდე მიეცემა. ლემპარდი მზადაა, ჩაიბაროს „ლესტერი“, თუკი გუნდს ბრენდან როჯერსი დატოვებს. ამ უკანასკნელის გვარმა მაშინ გაიჟღერა, როცა „მანჩესტერში“ ოლე-გუნარ სულშერის შემცვლელზე დაიწყეს ფიქრი.
ჯერჯერობით, როჯერსით სულშერის ჩანაცვლება მხოლოდ თეორიაა, მაგრამ ლემპარდს „ლესტერის“ ვარიანტი იმდენად ხიბლავს, „ნორვიჩის“ თავკაცობაზე უარი თქვა.
43 წლის ლემპარდი „ჩელსიმ“ მიმდინარე წლის იანვარში დაითხოვა და მას შემდეგ უმუშევარია.