გენდერული სკანდალით ჩვენ დროში ვიღას გააკვირვებ. თუმცა სპორტს ეს მაინც იშვიათად ეხება ხოლმე. ერთი ასეთი ამბავი ახლა მოხდა: იორდანიის ფეხბურთის ფედერაციამ აზიის საფეხბურთო კონფედერაციას ოფიციალურად მოსთხოვა შემოწმება, ირანის ქალთა ნაკრებში შემთხვევით მამაკაცი ხომ არ თამაშობსო.

საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილში ფეხბურთელის ვინაობა მითითებული არ არის, მაგრამ რა დამალულა, ეჭვმიტანილის ვინაობა ახლა რომ დამალულიყო. იორდანიელები ვარაუდობენ, რომ ირანის ქალთა ნაკრების მეკარე მამაკაცია.

კაცმა რომ თქვას, ეჭვი რატომ აიღესო, გაოცებისგან მხრებს ვერ აიჩეჩავთ. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, რომ არ ეეჭვათ.

ხმაური კი მას მერე ატყდა, რაც აზიის თასზე ირანმა იორდანიას პენალტების სერიაში მოუგო. თამაში 29 სექტემბერს ჩატარდა, წერილი 5 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა საჯაროდ ახლაღა გამოქვეყნდა.

წილი
წინა სტატიაყველას ხუთიანი
შემდეგი სტატიაგოლაცრუებული თამაში
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.