გასულ კვირაში რუსული „ბეთსიტის“ კლიენტმა ქართველი ნახევარმცველის წყალობით მილიონი წააგო.
მისი ფსონი 1 000 500 რუბლი იყო, ექსპრეს ბილეთში კი 5 მატჩი იყო შეტანილი:
1. რუსეთი-კვიპროსი 1 (1,14).
2. მალტა-ხორვატია X2 (1,12).
3. ირლანდია-პორტუგალია X2 (1,15).
4. საბერძნეთი-ესპანეთი X2 (1,16).
5. საქართველო-შვედეთი X2 (1,16).
თუ გახსოვთ, პირველი ოთხი შეხვედრა სწორედ ისე დასრულდა, როგორც მოთამაშემ ივარაუდა, ხვიჩას დუბლმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ჯამური კოეფიციენტი 1,9758 იყო და თუ შვედები ბათუმიდან ქულას მაინც წაიღებდნენ, სუფთა მოგება 976 287 რუბლი (დაახლოებით 15 000 დოლარი) იქნებოდა. მოგებას ვინ ჩივის – დადებული მილიონიც „ბეთსიტიში“ დარჩა.