ჯანლუკა დი მარციო Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი და საკმაოდ წონადი ფიგურაა. მან ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც ერთი ქვეთავი საქართველოს ნაკრების ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო.
„კვარაცხელია 20 წლისაა, საქართველოში დაიბადა და ამჟამად ყაზანის „რუბინში“ თამაშობს. ის მარცხენა ნახევარმცველია, არ განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს და ფლობს დარტყმას, რომელიც მოსწონს პუბლიკას. იცის, როგორ ითამაშოს მნიშვნელოვან შეხვედრებში, 183 სანტიმეტრი სიმაღლის პატრონი ძალიან მოქნილია და მომენტალური აჩქარება შეუძლია.
ბრწყინვალედ ფლობს მარჯვენა ფეხს, თუმცა ცაციათიც არაა ურიგო. ტექნიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული, არ ერიდება დრიბლინგს და შეუძლია თამაშის ტემპის შეცვლა. ძალიან მინდა „ნაპოლიში“ ვიხილო“, – ეს ჯანლუკა დი მარციოს სიტყვებია.