„ბარსელონას“ ფრანგი ნახევარმცველი უსმან დემბელე პირველია, ვინც ჩავის მიერ შემოღებული ახალი წესების გამო ფინანსურად იზარალებს.
მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, თუმცა თანხა არ გაჟღერებულა.
„ბარსელონას“ დილის ვარჯიში 8.30 საათზე იყო დანიშნული, დემბელე კი 8.33 საათზე გამოცხადდა.
ჩავისთვის, რომელიც ყველგან და ყოველთვის პუნქტუალურობის მომხრეა, სამი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სანქციების ასამოქმედებლად. ამით ჩავიმ ისიც მიანიშნა, რომ მისთვის ხელშეუხებელი ავტორიტეტები არ არსებობენ.