ესპანური საფეხბურთო ფუნქციონერი რამონ პლანესი „ბარსელონაში“ სამი წელია ტექნიკურ დირექტორად მუშაობს და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
ამის მიუხედავად, ის დაუყოვნებლივ წასვლას აპირებს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია, რომელმაც ტექნიკური დირექტორის პოსტზე კარლეს პუიოლი შეიგულა.
ჩავის „ბარსაში“ კიდევ ორი თანაგუნდელის დაბრუნება სურს. მისი გეგმის მიხედვით, ლეო მესი 2023 წელს დაბრუნდება, დანი ალვეში კი საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას გადასცემს.
არ გეგონოთ, ჩავი მხოლოდ ვეტერანებე აკეთებდეს აქცენტს: მან უკვე მიიღო პირობა ჟოან ლაპორტასგან, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში სულ მცირე სამ ფეხბურთელს დაიმატებენ.