იტალიის ეროვნულ გუნდს 12 ნოემბერს შვეიცარიასთან, 15 ნოემბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები უწევს.

ასეთ დროს შეტევის ლიდერი ჩირო იმობილეს ტრავმა რობერტო მანჩინისთვის სერიოზული პრობლემაა. იმობილემ წვივის კუნთი დაიზიანა და უკვე დატოვა საწვრთნელი ბანაკი.

მის ნაცვლად „სასუოლოდან“ ჯანლუკა სკამაკა გამოიძახეს.

იმობილე იტალიელთა ერთადერთი დანაკლისი როდია. ნიკოლო ბორელა და ჯორჯო კიელინი გუნდთან ერთად არიან, მაგრამ არ უვარჯიშიათ. ისინი ტრავმებს იშუშებენ და გავლენ თუ არა მოედანზე, უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.