See the source image28 წლის პოლ პოგბამ ტრავმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო და საწვრთნელი ბანაკი დატოვა.

ფრანგი ნახევარმცველი მანჩესტერში დაბრუნდა, სადაც დეტალურ გამოკვლევებს გაივლის.

პირველადი მონაცემებით, მას თეძოს ოთხთავა კუნთი აქვს დაზიანებული.

მსგავსი ტრავმის მკურნალობას და რეაბილიტაციას დაახლოებით 8-10 კვირა სჭირდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოგბა ახალ წლამდე „მანჩესტერს“ ვეღარაფრით დაეხმარება. მიმდინარე სეზონის 9 შეხვედრაში პოლ პოგბას აქტივში 7 საგოლე გადაცემაა.