უკრაინის ნაკრების ყოფილი თავკაცი ანდრეი შევჩენკო იტალიური „ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად კვირას დაინიშნა, ორშაბათს დღეს გენუაში ჩაფრინდა და უკვე სამშაბათს პირველ ვარჯიშს უხელმძღვანელებს.
მისი წარდგენა და პრესკონფერენცია სტადიონ „ლუიჯი ფერარიზე“ იგეგმება. შევჩენკომ თანაშემწედ წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მაურო ტასოტი ჩაიყვანა, რომელიც მას უკრაინის ნაკრებშიც ეხმარებოდა.
„ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩი შევჩენკოს 21 ნოემბერს ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ ექნება.
მოურინიოს უკვე ჰკითხეს აზრი მომავალი მეტოქის შესახებ, რაზეც მან შემდეგი უპასუხა: „მე შევჩენკოს ვერაფერს ვურჩევ. ის დიდი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობაშიც სერიოზული ბაზა გააჩნია – უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკმაო წარმატებით ითამაშა“.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
