Karim Benzema and Olivier Giroud finally set to clash after a decade-long  feud | Sport | The Times„მილანის“ ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ფრანგულ მედიასთან იმაზე ისაუბრა, რომ ნაკრებში „რეალის“ ფორვარდის – ქარიმ ბენზემას დაბრუნების შემდეგ, მას აღარ იძახებენ.

„როგორც ყველა, ნაკრებში გამოძახებულთა სიას მეც მხოლოდ მისი გასაჯაროების შემდეგ ვიგებ. განა ვინ ვარ, რომ მწვრთნელმა ამის შესახებ წინასწარ მაცნობოს, თუმცა ზოგიერთ ფეხბურთელთან მიმართებაში დიდიე დეშამი ასე აკეთებდა ხოლმე. ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ შეცვალა საფრანგეთის ნაკრების თამაში, რომელსაც 5 წელი ერთგულებდა. მე და ბენზემა სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები ვართ. პირადად ქარიმთან საპრეტენზიო არაფერი მაქვს და ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მუდმივად ერთ მაგიდასთან ვსადილობდით. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ასეთი რადიკალური ცვლილებები გუნდის თამაშში მყისიერად არ უნდა ხდებოდეს. ნაკრებში ბენზემას დაბრუნებამ ტაქტიკური დისბალანსი გამოიწვია“, – უთხრა ოლივიე ჟირუმ ფრანგულ მედიას.